Geo Eng












საქართველოს შესახებ




ჩვენი საზოგადოების ისტორია

1970 წლის 14 მაისს ჩატარდა ქ. თბილისის ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების დამფუძნებელი კრების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა (თავმჯდომარე პროფ. ვ. ლეკიშვილი).

1970 წლის 20 მაისს ჩატარდა ქ. თბილისის ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების დამფუძნებელი კრება. ესწრებოდა 98 ადამიანი.

ამავე დღეს ჩატარდა საზოგადოების ახლად არჩეული გამგეობის სხდომა. აირჩიეს საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმი და სარევიზიო კომისია. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს პროფ. ვ. ლეკიშვილი, მოადგილეებად – პროფ. კ.ს. ვირსალაძე და პროფ. ჯ. რ. ციციშვილი და მ.მ. კ. გ.ი. ვადაჭკორია. მდივნად – დოც. ი.გ. ანდღულაძე, ხაზინადარად – ექიმი ე.ვ. ჯინორია.

საზოგადოების პირველი სხდომა შედგა 1970 წლის ოქტომბერში.

1979 წლის 29 ივნისს ქ. თბილისის ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების კრებამ მიიღო დადგენილება თბილისის ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებად.

საქართველოს ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების უკანასკნელი სხდომა ჩატარდა 1990 წლის 29 მაისს, პროფ. ვ. ივერიელის თავმჯდომარეობით.

1991 წელს დაიშალა სსრკ და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ბევრი კატაკლიზმა გამოიარა.

2000 წლის 14 აპრილს ჩატარდა საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი კრება. მან მიიღო ახალი წესდება, განსზღვრა სტრატეგიული სამოქმედო მიმართულებები, საზოგადეობას მიანიჭა აკ. ვაჟა ივერიელის სახელი და აირჩია ახალი გამგეობა. გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია პროფ. დავით ვირსალაძე, მის მოადგილეებად - პროფ. დავით მეტრეველი, პროფ. რამაზ ყურაშვილი, პროფ. არჩილ ხომასურიძე და დოც. ზურაბ სეხნიაშვილი, აღმასრულებელ მდივნად - მ.მ.დ., დოც. კობა კოპლატაძე.

2005 წლის 5 სექტემბერს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების მე–7 კონგრესზე ვ.ივერიელის სახ. საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება მიღებულ იქნა ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.

ვაჟა ივერიელი

(1925-1999)

გამოჩენილი ქართველი ენდოკრინოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი. კლინიკური ენდოკრინოლოგიის ქართული სკოლის დამაარსებელი. საქართველოს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში კლინიკური ენდოკრინოლოგიის პირველი კათედრის დამფუძნებელი.


ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტისჿ პროფ. სტივენ ლამბერტსის მოლოცვა ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ამ ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.
მთავარი, საკონტაქტო, ისტორია, გამგეობა, წევრები,
კრებები, გაწევრიანება, ჟურნალი, კონფერენციები, ლინქები.

Copyright © 2004, SGE